სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი მედიის კვლევებში
დადგენილების ნომერი №173 (დანართი №295)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მარიამ გერსამია
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 60 ECTS კრედიტი
არჩევითი კურსები 45 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები 15 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზნებია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კურსდამთავრებულების აღჭურვა საერთაშორისო კომპეტენციებზე დაფუძნებული სისტემური ცოდნითა და უნარებით, რომ მათ შეძლონ:
• მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარება: მედიის (მათ შორის, სოციალური მედიის) და ინდივიდების/ჯგუფების/საზოგადოების ინტერაქციის, მედიის ფსიქოლოგიური ეფექტების, ადამიანის ქცევაზე თანამედროვე ტექნოლოგების ზეგავლენის კვლევა;
• მედიის, ინფორმაციის და ციფრული წიგნიერების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა;
• კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, პოზიტიური გავლენის მოხდენა მედიასტანდარტების, მედიაგარემოს და მედიაფსიქოლოგიის სფეროს განვითარებაზე;
• უახლესი ცოდნით აკადემიურ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა და ცოდნის გაცვლა-გავრცელება აკადემიურ და არააკადემიურ საზოგადოებაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (დადასტურება სერტიფიკატით ან გამოცდით, რომელსაც ატარებს თსუ-ის საგამოცდო ცენტრი); თსუ-ის № 49/2014 დადგენილებით დამტკიცებულია B2 დონის შესაბამისი საერთაშორისო გამოცდები (სერტიფიკატების და ქულების ნუსხა) ინგლისურ ენაში (შეფასების 40 %):
- FCE - შეფასება A ან B
- IELTS - ქულა 5.0 - 6.5
- TOEIC - ქულა 400 - 485 (listening) და 385 - 450 (reading)
- TOEFL (IBT) - ქულა 87-109
- PTE (General ) - level 3
- PTE (Academic) - ქულა 59
• წერითი გამოცდა (ესსე, ინგლისურ ენაზე) (შეფასების 40 %)
• მიმღებ კომისიასთან გასაუბრება (შეფასების 20 %)
ცოდნა და გაცნობიერება
• სისტემურად და სიღრმისეულად აღწეროს, ჩამოაყალიბოს მედიის ეფექტების და მისი შესაძლებლობების გამოყენების თავისებურებები და განსაზღვროს აუდიტორიის ფუნქციონირების ფსიქოლოგიური წინაპირობები და შედეგები;
• სისტემურად და სიღრმისეულად აღწეროს მედიაში (მათ შორის, სოციალურ მედიაში) არსებული ინტერაქციის პროცესი და ადამიანის ქცევაზე ახალი ტექნოლოგიების გავლენის თავისებურებები;
• აღწეროს და განმარტოს მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციების კვლევის მეთოდები და პროცედურები;
უნარები
• მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციების სფეროში მთავარი კონცეფციების, თეორიების და კვლევითი პარადიგმების (პრინციპების და მეთოდების) იდენტიფიცირება და ანალიზის საფუძველზე მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციების სფეროში არსებული თეორიების გამოყენება/მისადაგება რეალურ სიტუაციებთან.
• აუდიტორიის მიერ მედიაპროდუქტის გამოყენებისა და მედიაეფექტების (მედიის ზეგავლენის) შესახებ ემპირიული კვლევების კრიტიკული შეფასება და სინთეზირება;
• მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციების სფეროში კვლევითი მეთოდების და პროცედურების გამოყენება;
• მედიაფსიქოლოგიაში მიღებული რელევანტური ფართო ცოდნის გამოყენება, პრობლემების/საკითხების იდენტიფიცირება და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების (კონსულტაციების) შეთავაზება, რაც გულისხმობს სხვადასხვა მორალური და ეთიკური დილემების კრიტიკულ ანალიზს, რომელიც ჩნდება მედიაში და მედიაფსიქოლოგიის სამეცნიერო დარგში.
• მედიასტანდარტების და მედიაგარემოს შეფასებასა და განვითარებაში წვლილის შეტანა. • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება პროფესიული და სამეცნიერო მიზნებისთვის.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
• მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის უნარების განვითარება იმისთვის, რომ დაგეგმოს აკადემიური კარიერა, გაიღრმავოს და გაავრცელოს ცოდნა (აკადემიურ და ფართო საზოგადოებაში).
• პროფესიული საქმიანობისას აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა და აკადემიური კეთილსინდისიერების დემონსტრირება.
• დაიცვას ადამიანის უფლებები და დააფასოს და მრავალფეროვნება (რწმენა, ღირებულებები, ტრადიციები, ენა, და ქცევები) და იმოქმედოს, როგორც გლობალური სამყაროს მოქალაქემ (რაც არის პერსონალური ზრდის და კარიერული მზაობის ნიშნული).
დასაქმების სფეროები
• სამაუწყებლო კომპანია
• მარკეტინგული და სარეკალმო ფირმები
• კოლეჯები და უნივერსიტეტები
• სახელმწიფოს მართვის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები
• კერძო კვლევით ორგანიზაციები
კურსდამთვარებულები აწარმოებენ დამოუკიდებელ და კორპორატიულ კონსულტირებას, წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ აქტივობებში, ადვოკატირებასა და პოლიტიკის წარმართვაში, კვლევით საქმიანობაში.